მადლობელი ვარ,ღმერთო!მადლობელი ვარ ამ სამყაროსთვის, რომელიც შენ მაჩუქე და რომლის პაწაწინა ნაწილიც მე ვარ…მადლობელი ვარ,რომ არ მტოვებ და ყველგან და ყოველთვის ჩემთან ხარ…მადლობელი ვარ მათთვის,ვინც შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე და ვისაც შემახვედრებ მომავალში…მადლობელი ვარ უსაყვარლესი მშობლებისთვის, ვინც გამზარდა და მაქცია ადამიანად…მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც არ მაქვს…მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, რომელიც შენ მასწავლე და იმ ბედნიერებისთვის, რომლის ჩუქებაც შემიძლია სხვებისთვის…მადლობელი ვარ ყველა ახდენილი და აუხდენელი ოცნებისთვის…მადლობელი ვარ,რომ დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს და ხვალინდელი კიდევ უკეთესი იქნება…მადლობელი ვარ მეგობრებისთვის, გვერდში რომ მიდგანან და ვუყვარვ