რომ არ მწერ და არ მკითხულობ- ეგრე სადა წერია? ჩემი გული შენ გაჩუქე, ახლა შენი ჯერია. მოიწერე როგორა ხარ, მოწყენილი არ იყო... სუ, სუ მალე გინახულებ- სიყვარული გავიყოთ, თორემ უკვე ცუდათა ვარ რაღაც უცხო სენითა, მგონი ბევრი ფიქრითა და მგონი უფრო შენითა... ასე როგორ შემიყვარდი - გადამრიე ოცნებით, შენს ჯავრს მერე ამოვიყრი, როცა დაიკოცნები. შენი აღარ გეგონება თვალები და ხელები, ისე მაგრად ჩაგიხუტებ, ისე მოგეფერები. მინდა ჩვენზე ჭორაობდნენ ყოველღამე ქუჩები, ტუჩზე უნდა დავიწებო ეგ ბუტია ტუჩები... აუ, როგორ მენატრება შენთან ყოფნის წუთები... კარგი ახლა გავჩუმდები - სანამ გაიბუტები. ugrmesimadlobaa vinces leqsi momidzgvna