ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა ერთად, 3 წლის ბავშვის სიცოცხლის მხარეს ვდგავართ, მიუხედავად იმისა, ვის - ვინ და რა მოგვწონს, ან არ მოგვწონს!
ყველას შეგვიძლია მცირედი წვლილის შეტანა, მინიმუმ იმ გზით, რომ ეს ამბავი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე და გულამდე მივიტანოთ!
გთხოვთ გააზიაროთ და გაავრცელოთ ეს ამბავი, რათა მიზანი უფრო ადვილი მისაღწევი გახდეს!
ღმერთო, რა მძიმე ჯვარია,
როცა ვიღაცას სჭირდები,
ქარმა ფიქრები არია,
შორს დარჩენილი ფიქრები.
ახლა დუმილის ზარია,
თოვლზე ხატავენ თითები,
ზამთრის კეკლუცი ქარია,
უფრო და უფრო ცივდები.
რა არეულად დადიან
მოხეტიალე ჩრდილები,
ღმერთო, რა ტკბილი ჯვარია,
როცა ვიღაცას სჭირდები.
ნეტავ ვინა სთქვა, ვინ მოიგონა,
რომელს გაუწყრა ღმერთი?
სიყვარულიდან სიძულვილამდე
ნაბიჯიაო ერთი...
ერთი კი არა, ასი ათასი,
მთელი სიცოცხლე ალბათ,
თუ მართლა გიყვარს, რომ მოინდომო,
მაინც ვერ გალევ ამ გზას..
მონატრებიდან მოგონებამდე,
თუ მართლა, მართლა გიყვარს,
სიყვარულიდან სიძულვილამდე,
გწამდეს, ვერასდროს მიხვალ!