24 წლის ბიჭმა, რომელსაც მატარებლის ფანჯრიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი დაიძახა:- მამიი, ნახე ხეები უკან-უკან მიდიააან. მამას გაეღიმა. იქვე, შეყვარებული წყვილი გაკვირვებული უყურებდა ბიჭის ასეთ ქცევას... ბიჭმა ისევ დაიძახა:- მამიიი, ნახე ღრუბლები ჩვენთან ერთად მოდიაან. შეყვარებულმა წყვილმა ჩუმად, დამცინავად ჩაიცინა... და მამას უთხრა: - რატომ არ მიგყავთ თქვენი შვილი ვინმე კარგ ექიმთან კარგ საავადმყოფოში? - და ისევ ჩაიცინა...-იცით, ახლა ზუსტად საავადმყოფოდან მოვდივართ. ნიკა დაბადებიდან ბრმაა. მხოლოდ ახლა, დიდი შრომის შედეგად აუხილეს ექიმებმა თვალი და პირველად ხედავს სამყაროს..