განკითხვის დღე
----------------------------
ისევ გათენდა დილა,
კვლავ ამოვიდა მზე
და კიდევ ერთი დღე,
დღეს მიემატა წლებს,
მოვა საღამო ისევ,
მზე გადაივლის მთებს,
ასე მიყვება დღე დღეს
უფლის დღის მოსვლამდე,
ისევ ამოვა მზე,
ჩავა ამოვა მთვარე
და ვერც კი ვხვდებით ისე
მოდის განკითხვის დღე.
ჩვენ კიდევ ვიქორწილებთ,
გავაჩენთ ბავშვებს ბევრს,
ვიშრომებთ და ავავსებთ,
ოქროთ და ვერცხლით ქვევრს,
ვცოდავთ ქონების ტრფობით,
ვცოდავთ, არ ვფიქრობთ ჩვენ,
ვცოდავთ
და ვფიქრობთ მხოლოდ,
ცხოვრების ვნებებზე,
კიდევ ამოვა მზე,
გაფანტავს სხივებს ბევრს,
ამოვა ისევ მთვარე,
გადააგორებს მზეს,
ყოველდღე კიდევ ერთი,
დღე ემატება წელს,
ასე, თანდათან მოდის ,
მეორედ მოსვლის დღე,