ლამის ყელზე შემომადნეს წვიმა.
ნაადრევად დამიზამთრდა თმებში,
მენატრები და უშენოდ მცივა.
მტკივა კენტი ღამეების სევდა
და სიბერის უსასროლო შიში...
სინანულის ცრემლით დამისველდა
გულის-გულში სანთლიანი ნიში.
ამ წვიმაში სად გეძებო აბა ?..
ღრუბელი ხარ, გაბნეული ნისლში...
მე მეგობრად მოლოდინი მახლავს
და შენს ნაცვლად გულს სიცივე მიშლის.
ასე მარტომ სად ვიარო აბა?
რა გაუძლებს უსასოო ლოდინს ?..
მარტოობის დღეებს ნატვრით ვლამბავ,
სულს ამძიმებს უშენობის ლოდი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულა მთვარე,
არ აპირებს გადაღებას წვიმა...
ძეწნა მარტო დარჩენილა გარეთ
და ჩემსავით, ვიცი მასაც სცივა.
ფანჯარასთან სველი ღამე ოხრავს,
სიხარული სადღაც დაკარგულა...
ინათებს და ვფიქრობ მაინც მოხვალ,
იქნებ ცოტაც მოითმინოს გულმა.
(მ.კოზმანაშვილი)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев