უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს
უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ
როცა გამიჭირდა,არვის არ
ვუნდოდი...გული რომ
მტკიოდა,ყველას გავურბოდი...!
ცრემლი რომ მდიოდა,ტყუილად
არ ვტიროდი... რამე თუ
მტკიოდა,მხოლოდ მე ვჩიოდი...!
როცა ვიღლებოდი,ნუ
გაჩერდებიო...! წასვლა თუ
მინდოდა,სად მიეთრევიო...!?
რამე თუ მინდოდა,ხვეწნა სად
არისო...?! სითბოთუ
მინდოდა,შენთვის არ არისო...!
გვიან ვიღვიძებდი,აი ზარმაციო...!
სულარ ვიძინებდი,მგონი ვერ
არისო...! თუკი ვიცინოდი,შენ ვის
დასცინიო...?! რამეს რომ
ვიტყოდი,დროზე გაჩუმდიო...!
გზაზე წავიქეცი...არვინ
შემეშველა... გარეთ
გავდიოდი...კარი ჩამერაზა...
ტყუილი დამბრალდა...ყველამ
დაიჯერა... ცხოვრება
ცრემლებად",ასე დამეწერა.