იყო ერთი ბრმა გოგო, რომელსაც საკუთარი თავი სძულდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრმა იყო. სძულდა ყველა, თავისი შეყვარებულის გარდა. ბიჭი ყოველთვის მის გვერდით იყო : ჭირშიც და ლხინშიც..."მხედველობა რომ მქონდეს ცოლად გამოგყვებოდიო, " -ეუბნებოდა გოგონა. ერთ დღესაც, დონორი გამოჩნდა და გოგონას თვალები გადაუნერგეს. მალე ყველაფერი დაინახა... დაინახა შეყვარებულიც... "ახლა, როცა უკვე მხედავ, გამომყვები ცოლად?" - ჰკითხა ბიჭმა. გოგო ელდანაკრავივით შეჰყურებდა შეყვარებულს, რომელიც... ბრმა იყო. თვალახელილმა გოგომ ბრმა ბიჭის ცოლობაზე უარი განაცხადა. ბიჭმა თავი დახარა და უსიტყვოდ გაშორდა. ცოტა ხანში გოგომ ყოფილი შეყვარებულისგან წერილი მიიღო: "გაუფრთხილდი ჩემს თვალებს, ძვირფასო.