ოლღა გურამიშვილი ილიაზე
უბრალოდ სიტყვები ზედმეტია
კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!''- წიწამურზე ამ სიტყვებით შეეგება მკვლელებს ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი და მეუღლეს მკერდით გადაეფარა. მკვლელებმა ოლღას თავში თოფის კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული ქალი ღელეში გადააგდეს. ოლღას ილიას უკანასკნელი სიტყვები ჩაესმის ყურში: „რამ გაგაგიჟათ, ხალხო, რა გინდათ?!''
ოლღა გურამიშვილი, ილიას მკვლელობიდან ოთხი თვე, საავადმყოფოში იწვა. ილიას სიკვდილს უმალავდნენ. მერე კი თბილისში, მთაწმინდის უბანში დასახლდა, რომ მეუღლის საფლავზე ყოველდღე ევლო. ოლღას საოცარი გლოვის მომსწრე და თვითმხილველი ბევრი ადამიანი იყო. ხედავდნენ, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში მდგარ