პატარა გოგონა იშვიათი დაავადებით იტანჯება, თუმცა სასწაულები ხდება, ის 100 წლის გამოფიტულ ხეში ჩავარდება და სასწაულებრივად განიკურნება. დაფუძნებულა წიგნზე: სამი სასწაული ზეციდან.
სიყვარული არ არის,
მოდიოდეს,
შუბლზე გკოცნიდეს
და დიდხანს და ბედნიერად
ცხოვრობდეთ ერთად.
სიყვარულია,
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,
მუხლებზე მდგარი,
ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე,
რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.
სიყვარული არ არის,
ნაჩუქარ სამასლარიან ბეჭედში
ალერსს ასლარიანებივით აბრუნებდე და სამ დღეში მიცვალებულივით გაცივდე..
სიყვარულია,
უკურნებელი სენით დაავადებულის
სარეცელთან იდგე,
გაქვავებული,
ფეხმოუცვლელად
და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე..
სიყვარული არ არის,
დაიძინო,
გაიღვიძო და აღარ გიყვარდეს..
სიყვარულია
22 წლის დაქვრივდე
და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას.
მწარეა,
მაგრამ ეს არის სიყვარული.
სასტიკია მაგრამ აქ ცხოვრობს ღმერთი....