უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება.როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს.
✞ ანგელოზო ქრისტესო
მცველო ჩემო წმინდაო და მფარველო სულისა და ხორცისა ჩემისაო, შეინდევ მე ყოველნი, რაოდენი შეგცოდენ შენ დღეინდელსა ამას დღესა, და ყოვლისაგან სიბოროტისა წინააღმდგომისა ჩემისა მტერისაგან მიხსენ მე, რაითა არა რომლითამე უკუე ცოდვითა ღმრთისა ჩემისა განმარისხებელი, არა ვიქმნე აღხოცილ წიგნისაგან ცხოველთასა. არამედ შენ ევედრე ჩემ ცოდვილისა და უღირსისა მონისათვის, რაითამცა ღირსად გამოვსჩნდე სახიერებისა და მოწყალებისა მიმართ ყოვლადწმიდისა სამებისა, და დედისა, უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესსა და ყოველთა წმიდათასა.