წლის 8 ოქტომბერს
ბუდაპეშტში, კერძოდ კი უნგრეთში დაიბადა.
ბარბარა Victoria's Secret - ის ერთ-ერთი
წარმატებული მოდელია. ბევრი ბარბარას ამ
სფეროში იცნობს, მაგრამ მას
ამავდროულად მსახიობობაც იტაცებს, მისი
მონაწილეობით მალე ვიხილავთ ფილმს
Hercules: The Thracian Wars.ბარბარა
პალვინის ჰობი ბავშობაში სიმღერა და
ფეხბურთი იყო. 17 წლის იყო როდესაც მან
თავისი პირველი სიყვარული კრისტოფ
სომფაი სკოლაში გაიცნო. მათმა
ურთიერთობამ 2013 წლის აპრილამდე
გასტანა.ბარბარა უყურადღებოდ არასდროს
რჩებოდა უნგრეთის ქუჩებში. მისი პირველი
ფოტოსესია ჟურნალ "Spur Magazine" - ში
დაიბეჭდა. ბარბარა თინეიჯერობის ასაკში
საცხოვრებლად აზიაში გადავიდა და იქ
აგრძელებდა მოღვაწეობას. ამის შემდეგ
ბარბარა იყო არა ერთ ჟურნალის ყდაზე.
(L'Officiel, Vogue Russia, Glamour Hungary,
Jalouse Magazine). ბარბარა ვიკტორია
სეკრეტის, H&M - ის, არმანის და Pull Bear -
ის მოდელი იყო. 2012 წლის თებერვალში ის
ლორეალ პარიზის მთავარი სახე
გახდა.პირველად პოდიუმზე პრადას
დახმარებით, 2010 წლის მილანის Fashion
Week - ზე გამოჩნდა. ბარბარა ასევე
გამოდიოდა Louis Vuitton - ის, მიუ-მიუს, ნინა
რიჩის, ემანუელ ენგაროს, კრისტოფერ
კენის, ჯულიენ მაკდონალდის, ჯერემი
სკოტის, ეტროს და ვივიენ ვესტვუდის
ჩვენებებზე.
ასევე ბარბარამ გახსნა 2011 წლის შანელის
ჩვენება. 2012 წელს Victoria's Secret - ის
შოუზე წარსდგა, ამავე წელს გამოჩნდა
ბარსელონის Bridal Week - ზე.ახალგაზრდა
წარმატებული მოდელი models.com - ის
სიაში 34 - ე ადგილას მოხვდა. ბარბარას
ხშირად ადარებენ რუს მოდელს,ნატალია
ვოდიანოვას. ბრიტანული ვოგის მთავარმა
რედაქტორმა თქვა: "ჩვენ შევარჩიეთ
ბარბარა იმიტომ, რომ ის ახალგაზრდაბრუკ
შილდსია რომელიც ძალიან გავს ნატალია
ვოდიანოვას. ბარბარას ორი საყვარელი და
მისაბაძი მოდელი ჰყავს, ნატალია
ვოდიანოვა და ქეით მოსი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев