მინდა დამებედო... როგორც არასოდეს,
თორემ უშენობა სულში დაფარფატებს,
შენი სიყვარული ჩემთან ბაასობდეს,
მოდი, თორემ თოვს და ღამით დაამატებს...
ისე დამებედე, ვეღარ გიშორებდე,
გარეთ გაგაექცე და ფიფქებს მოვეფარო,
სითბო გამაყოლე, სადმე სიშორემდე,
მერე დავბრუნდე და მხრებთან მოგეპარო.
მოდი დამებედე, თორემ აგვიცივდა..
ვიცი გავგიჟდები სანამ გაამარტებს,
ვიდრე ნაბავშვები გრძნობა გამიცივდა,
მოდი თორემ თოვს და..უფრო დაამატებს.