შეხედე უკვე გაზაფხულია, გამოიდარა დედი,
ჩვენთანაც გაზაფხულდება, ნუ გეშინია დედი,
ისევ მოგიტან ნაზ და მორცხვ იებს, ერთად ვიქნებით დედი,
სანამ შენ მყავხარ, კარგად ვიქნები ჩემზე ნუ დარდობ დედი.
ბევრი გადავიტანეთ, ჩვენ ეს შევძელით დედი,
ერთმანეთი რომ ძლიერ გვათბობდა, ხომ ისევ გახსოვს დედი,
ახლა ვგრძნო ხოლმე სითბოს სიყვარულს, ჩემი ხომ გჯერა დედი,
მანძილი ამას ჩვენ ვერ წაგვართმევს, დამეთანხმები დედი.
ისევ მინდა, რომ სულ ჩემტან იყო, ვიცი შენც გინდა დედი.
ესეც ძალიან მალე იქნება, უფლის გჯეროდეს დედი.
და ენდომება გრილს ისევ ტკბილი, ამას მიხვდები დედი.
ისე მიყვარხარ, სიტყვით ვერ ვიტყვი და მენატრები დედი.
აღარ მოგვიწევს დღეების დათვლა, წუთებს დავითვლით დედი.
დანახვასაც კი თითქმის ვერ ვასწრებ. ისევ ვშორდებით დედი,
ვიცი სულ მალე ჩაგეხუტები, ნეტა როგორ ვძლებთ დედი,
მომიხარია, როდესაც სახლში შენ მელოდები დედი.
როცა იცინი მე შენს თვალებში, დიდი სევდას ვხედავ დედი,
მომავლის იმედსგთხოვ ნუ დაკარგავ, ნუ დაბერდები დედი,
მე არ დავწერე "გალაქტიონი", მე მომენატრე დედი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 87