მაპატიე, რომ ვერ შევძელი გადავიწყება,
სიტყვა გავტეხე, ამისთვის ნუ გამიბრაზდები,
არაფერს ვითხოვ, მე უბრალოდ ჩემში მიყვარხარ
და შენზე ფიქრში იხურება სხვისთვის კარები.
ისევ გაწვიმდა საყვარელო მოწმენდილ ცაზე,
მის ცრემლებს ვიცი ვეღარასდროს დავემალები,
აპრილი მოდის განშორების ტკივილით სავსე
და დახრილი აქვს გასაოცრად ლურჯი თვალები.
სუსტი აღმოვჩნდი, დამაჩოქა იმ სიყვარულმა,
რომელსაც უკვე ვერასდროს ვერ გავეკარები,
მიყვარხარ, მაგრამ არასოდეს აგირევ ფიქრებს,
თუნდაც განგებამ დამითვალოს ბოლო წამები.
ვერასდროს ნახავ ამ სტრიქონებს, სანამ აქა ვარ,
სანამ სიცოცხლის ბოლო წამში დავიკარგები,
მერე კი შენთვის მაგიდაზე დავტოვებ ლექსებს,
რომ გაგახსენდეს სიყვარულით სავსე კადრები.
მე მაპატიე, მოცემული სიტყვის გატეხვა
დ