მე ისევ ვაკვირდები შემოდგომის უკანასკნელ ჩამოვარდნილ ფოთოლს
და ალბათ ხვალ მოთოვს..
ვესალმები ლოთებს,
ჰო აქ ყველა ლოთობს
და ვუღებ ამ პეიზაჟს მხოლოდ ერთ ფოტოს..
ვერაფრით ვერ გავექეცი ბაბილონის გოდოლს
და უთხარი ხუჭუჭა გოგოს აღარ დამელოდოს..
სანამ ღმერთი გადაწვავს ამ სოდომს და გომორს,
მე ისევ ვაკვრიდები უკანასკნელ ფოთოლს..
აჯობებდა ამ ყველაფერს რამე რომ ემღერათ,
რამე რომ დაეხატათ ან თუნდაც რამე დაეწერათ..
ამასობაში ყვითელი ფოთლები იქცა სერად,
მე კი ნოემბერში ნოემბრიდან მოვალ ნოემბერად.
მე ისევ მარტო დამტოვეს, როგორც ტოვებენ მეფეს,
ვერ ამიტანეს, მიმატოვეს, თავი დამანებეს.
ქუჩაში ღამით ვსეირნობ, რომ თავზე დამათენდეს
და ამ სისულელის გამო მეძახიან მეოცნებეს.. ?!
მაცალე ოცნება,
ზეც