- ერთად რატომ აღარ ხართ, ხომ გიყვარდა?
- ჰო, მიყვარდა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თავისივე ქცევებით უსვამს ხაზს საკუთარ თავს.
- ეგ როგორ მოხდა?
- მე როცა მიყვარდა მას არ ადარდებდა ჩემი გრძნობები. ფიქრობდა, რომ სულ მეყვარებოდა, სულ ვაპატიებდი, სულ აღტაცებული ვიქნებოდი მისით.
- მერე?
- მერე დრო და დრო მივხვდი, რომ ასეთი ურთიერთობა მანგრევდა და ნელ-ნელა ყველაფერი სულერთი ხდებოდა ჩემთვის.
- ახლა?
- ახლა როლები გავცვალეთ. ის ხშირად რეკავს, სანახავად მოდის, ამბობს რომ უჩემოდ არ შეუძლია.
- და შენ?
- მე? მე მის გარეშე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. სულ ასეა, ადამიანები რასაც არ აფასებენ, მუდამ კარგავენ, მერე კი მისტირიან დანაკარგს.