მომნატრებიხარ
-------------------------------
შენ თურმე გიყვარდი,
მე კი დაგცინოდი,
მაშინ არ მესმოდა
შენი სიყვარული,
თუ როგორ გტკიოდა
მაშინ ჩემით გული,
ვწუხვარ, მაპატიე,
მაგრამ ვერ ვხვდებოდი,
ეხლა, გვიან მივხდი,
თურმე მყვარებიხარ,
ვეღარსად გპოულობ და
მომნატრებიხარ,
ეხლა მეც მიყვარხარ,
ეხლა მეც მინდიხარ,
ვხვდები, სასჯელს ვიხდი,
რაც რომ მიტანჯიხარ,
ნეტავ მაპოვნინა
შენი ბილიკები,
გულმა გული იცნოს,
მორჩეს ტკივილები,
მოდი! არ დაგცინებ!
თურმე მყვარებიხარ,
როგორ გვიან მივხვდი,
რომ, მომნატრებიხარ.