დღეს შენ გამო,
წაეკიდნენ მზე და მთვარე,
მიიწვიეს მსაჯულებად ვარსკვლავები...
აანთეს და ჩააბნელეს არემარე,
დედამიწას მოახვიეს გარს მკლავები.
არ იკითხავ ვის მხარეს ვარ,
ანდა რატომ?!
მე ორივეს წავეკიდე,
დავწყვეტ გულებს...
არ დარჩება დედამიწა ახლა მარტო
რადგან ზეცას ეგ ღიმილიც ასულდგმულებს.
შენ კი წყნარად დააბიჯებ,
რა გაღელვებს?!
თითქოს ახლა მე დავიდე მათი ცოდვა...
ნოემბერი დაუკოცნის ზამთარს ხელებს,
რომ დაიწყოს დეკემბერმა შენზე ბოდვა.
ეგ ღიმილი გაავრცელოს თარიღებად...
ეშხიანი, ამაყი და დამზაფვრელი,
წელიწადი ხმას საერთოდ არ იღებდა,
წამითაც არ დასცდენია არაფერი.
შენ კი მაინც მიწილადე სიმარტოვე,
გადარდებდა რიცხვებიც და თარიღებიც...
დღეს შენ მსგავსად,
ფიქრებმაც კი მიმატოვეს,
მეც ვიცოდი, გულს არას