დღესაც გეძებე
***
დღესაც გეძებე, მოვიარე მთელი ქალაქი,
ისევ გაწვიმდა, დამისველა ფეხები წყალმა...
ისევ მესიზმრა, გადამისვეს პურზე კარაქი,
დე, გახსოვს, ადრე რომ გვაჭამა კეთილმა ქალმა.
დღესაც გეძებე, ყველაფერი ვუამბე მტრედებს,
იქნებ გიპოვონ, მოგიტანონ დანაბარები,
იმ ბავშვებს შევხვდი, ჩემსავით რომ ეძებენ დედებს,
მოლოდინით რომ გახსნილი აქვთ სახლის კარები.
წუხელის სიცხემ ამიწია, გეძახდი დედი,
დე, ყელიც მტკივა, სულ დამერღვა მეზობლის კაშნე,
იმ ბარათებსაც, მონატრების ცრემლებით გწერდი,
მერე დილამდე სიცხიანი ხელებით ვაშვრე.
დაბრუნდი დედი, ხომ დამპირდი მოვალო მალე,
პურს კარაქიანს, არასოდეს არ მოგთხოვ, გინდა?
დღესაც გეძებე, მომეწია ქუჩაში ღამე,
სულ გავითოშე, იცი დედი, რა მაგრად წვიმდა.
ღმერთო, მე მითხრეს