აღსარება პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე -
შიში ისე მოედო ჩემს სისხლსა და საფშვინველს,
არაფერი არ შველის კეთრით სნეულ სამყაროს,
მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს.
არაფერი არ დამრჩა ირგვლივ დაუკოცნავი,
წინაპართა საფლავებს მუხლმოყრილი ვეახლე,
თქვენო უწმინდესობავ, ალბათ უკვე დროც არის -
შევეგუო წარმღვნელს და დამანგრეველ სიახლეს.
ბევრი ღამე მუხლმოყრილს მიტირია ხატებთან,
რომ როგორმე ჩემს ძველ სისხლს ეგრძნო შვება მცირედი,
მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის ის დილა არ გათენდა -
გაღვივება ვერ შევძელ მინავლული იმედის.
თქვენო უწმინდესობავ, დღეს ყველაფერს დრო ცელავს,
უმძიმს ხნიერ პლანეტის ჩამოღვენთილ იოგებს,
თქვენო უწმინდესობავ, როგორ შევძლო მოთმენა -
მექცეოდეს სამშობლო, და მე არა მტ