ქალი, რომლის გულშიც ცეცხლია, სულში კი - ქარიშხალი. დიახ, ეს იდუმალი მორიელია. შარმიანი გარეგნობა და თვალშისაცემი თვალები. მან იცის რა სურს ცხოვრებაში და ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. გამოარჩევს მაქსიმალიზმი. მისტიკურ მორიელს ბოლომდე ვერასდროს ამოხსნით. ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება თუ შეძლებს მის გვერდით ყოფნას, თუმცა ესეც იღბლიანთა ხვედრია. ფრთხილ მორიელს რთულად უყვარდება.