რთულია გეი ბიჭის ცხოვრება საქართველოში, მუდამ თამაში გიწევს. თამაში ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშიე. არც აპლოდისმენტები, არც დაშვებული ფარდა. დგეხარ მარტო სცენაზე და თამაშობ დაუსრულებელ პიესას, ტრაგი–კომედიას, დრამას! ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღემდე, ამ მსახიობურ ნიჭს მაქსიმალურად ვიყენებ და შეიძლება ითქვას, უკვე პროფესიონალ არტისტად ჩამოვყალიბდი. საკუთარ სპექტაკლში, რეჟისორიც მე გახლავართ და შემსრულებელიც.
გგონიათ რამე მაწუხებს და მომიჭირა საკუთარმა ნიღაბმა? ასე რომ იყოს, ალბათ მეყოფოდა გამბედაობა და ფბ_ზე სტატუსად დავიწერდი – მე გეი ვარ! ან სულაც დავუბრუნდებოდი ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებას, მოვიყვანდი ცოლს, ,,გავაკეთებდი” ბავშვებს და ტ