აშენდეს და გაიხსნას თურქეთის ტერიტორიაზე 300-მდე ქართული ტაძარი, გაიხსნას ქრისტიანული სკოლები და თავისუფლად შეეძლოთ იქ მისვლა ქრისტიანებს. აღდგეს ჩვენს ძირძველ მიწაზე, კლარჯეთში, დანგრეული ეკლესია-მონასტრები და იქ ქართველ ბერებს მიეცეთ უფლება სამონასტრო ცხოვრებისა, ხოლო მრევლს-თავისუფლად სიარულის უფლება მონასტრებსა და ეკლესიებში. არავის დაატანონ ძალა და ვისაც გაქრისტიანება მოუნდება ხელი არავის შეეშალოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საჭიროება თუ იქნება, ვიფიქროთ მეჩეთის აშენებაზე. როცა ჩვენი უფლებები ასეა მივიწყებული, ხოლო ჩვენი ისტორიული ძეგლები და სიწმინდეები კლარჯეთში ინგრევა, აქ ახალი მეჩეთის აშენება ყველა ჩვენი წინაპრის სულში ჩაფურთხებაა და მეტი არაფერი.
ფოტოზე ხედავთ ოშკის ტაძარს, რომელიც ჩვენმ