- '' შვილი ის საჩუქარია, რომელიც ცხოვრების სირთულემ გადმოგცა, როგორც უნარი გამძლეობისა და თავდადებისა. ის არა მხოლოდ საჩუქარია ღვთისაგან, არამედ მიზანი შენი ცხოვრების. ქალი ძლიერია, დედა - კიდევ უფრო ძლიერი, არაფერი შექმნილა ამ სამყაროში იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე დედა-შვილობა და ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება დედის შვილისადმი სიყვარულს.''
ფიქრი მომეძალა,ფიქრი და ნაღველი,
სულიც დაიღალა ამდენი განცდებით.
ისევ ავსებულა ეს გული დარდებით,
წლებია ასე ვარ და თანაც რამდენი.
თვალსა და ხელს შუა გაფრინდნენ ეს წლები,
ძალზედ რომ ვეცადო ვეღარც დავეწევი.
მინდა გავიხარო,კიდეც შევეცდები,
მაგრამ ბედისწერას ვერსად გავექცევი.
გაფრინდა ძველი დრო, ის ახალგაზრდობა,
გულს აღარ ახარებს ლხენა და გართობა,
ვბერდები,ჭაღარამ თმებშიაც დამთოვა,
გაქრა ის მხნეობაც ასე რომ მამკობდა.
ფიქრი მომეძალა,ფიქრი და ნაღველი,
გული კვლავ სავსეა ცრემლით და განცდებით,
თუ არ შეიცვალა ეს წლები წამების,
ეს ჭკვაც მიღალატებს და ზღვარსაც
გავცდები.
არა ,ღმერთო ჩემო ასე ნუ გამიმეტებ,
მაკმარე ამ წლების ტანჯვა და წამება,
ხომ ხედავ რარიგად ჩავიწვი,ჩავიფერფლე,
ვერ ვხ