777 გილოცავთ! 7 დეკემბერს ეკატერინეობაა
წმინდა ეკატერინე იყო ულამაზესი ასული, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით, თუმცა ამ სილამაზემ მცირედი სიამაყეც შესძინა ახალგაზრდა ასულს.
ეგი ეძებდა საქმროს, რომელიც მასავით ლამაზი და ბრძენი იქნებოდა.
ეკატერინემ განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო.
ღამით ეკატერინემ სიზმარში უცნაური ჩვენება იხილა.
ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს ხელთ ყრმა ეპყრა, რომელიც მზესავით ბრწყინავდა. ყრმას პირი მიებრუნებინა ეკატერინესგან და ქალწულმა ვერ შეძლო მისი სახის დანახვა. დედა ღვთისა ევედრებოდა თავის ძეს, ესწავლებინა ეკატერინესთვის, რა უნდა მოემოქმედ