გუშინ გავიგე სხვაზე გამცვალე
სახე გიბრრწყინავს ხარ ბედნიერი
ისიც გავიგე რომ გიფიქრია
შექმნა ოჯახი კანონიერი
მე კარგად მესმის და კარგად ვხედავ
რომ შენ აღარ ხარ ჩემი მნახველი
მხოლოდ ამას გთხოვ უკანასკნელად
შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი
როცა პატარას ქუჩაში ვნახავ
მის ლამაზ თვალებს უმალვე ვიცნობ
მუხლებზე ვკოცნი და ამას ვეტყვი
შენს დედიკოზე მე დღემდე ვფიქრობ