სევდა მომგვარა შენმა სიშორემ
და გამიჩინა გულში იარა,
ეჰ,ნეტავ ეხლა შენს გვერდით ვიყო
სხვა არაფერი მე არ მინდა რა.
სულაც არ ვნანობ რომ შეგიყვარე
შენს გარდა ირგვლივ ვერავის ვხედავ,
მინდა იცოდე ჩემო სიოცხლე
რომ სხვა გოგოსკენ არ გავიხედავ.
ალბათ მესროლე სიყვარულის ისარი უწინ
კუპიდონივით კარგად ისვრი მომხვდა შიგ გულში,
გული გამიპო და გამხვია გრძნობის ქარცეცხლში
მე დაჭრილი ვარ სიყვარულით გთხოვ ნუღარ მესვრი.
გულმა დამიწყო მე სწრაფად ფეთქვა
თითქოს ვიგრძენი ეს სიყვარული,
და საოცარი გრძნობის ქარცეცხლმა
დაისადგურა მარადჟამ გულში.
სულ მარტო ვზივარ და გულისთქმას ვხატავ ფურცელზე
ჩემი ფიქრები და ეს გრძნობა ერთმანეთს ერწყმის,
და მონატრების საშინელ გრძნობას
მეომარივით გმირულად ვებრძვი.
მე სულ მარტო ვარ
ეჰ ,გადის ცხოვრება!
წუთები ,წამები ცოტათი კარგიც
უშენოთ დამგლელიც
ცხოვრების ბოლო სულ ყველგან ერთია,
ცივი სამარე და მაღლა ღმერთია.
არმინდა ცხოვრება უშენოთ გავიდეს!
წამები წუთები და წლებიც გაფრინდეს
ფიქრობ შევმცდარვარ რომ შენთან მინდა?
უშენოთ ჰაერიც არარის წმინდა.