დღეს, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის 176-ე იუბილე აღნიშნეს. წმინდანის სახელზე სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მუზეუმის ეზოში, იმ კოშკის წინ გადაიხადეს, სადაც ის დაიბადა. ღონისძიებას, სტუმრებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილიც ესწრებოდა, რის შემდეგაც, სახლ-მუზეუმის ეზოში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში, საუკეთესო მწერლები გამოავლინეს. ამის შემდეგ, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელიც ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით გაგრძელდა.