რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს?
ალბათ დედაა უფრო მთავარი,
მამა არ აფრქვევს ქალივით
ცრემლებს,
მაგრამ გული აქვს შვილზე
დამწვარი,
თითქოს მკაცრია, ერთი შეხედვით,
ცრემლს არ განახებს,
მოგერიდება.
მაგრამ მამის გულს თუ შეეხები,
იგრძნობ დარდისგან როგორ
ღვივდება;
მამის თვალები, მზრუნველ
ფიქრებად
ჩუმად,უთქმელად გვფარავს და
გვიცავს.
და როცა ერთხელ აღარ იქნება
მდუღარე ცრემლით ვუსველებთ
მიწას;