სიყვარული არ იციან და სიყვარულზე წერენ..სიყვარული არ იციან და განიცდიან..სიყვარული არ იციან და თვალებს ცრემლით ისველებენ..სიყვარული არ იციან და სიყვარულზე აღფრთოვანებით საუბრობენ...სიყვარული არ იციან და სიყვარულის მზეს ფიცულობენ.. სიყვარული არ იციან და სიყვარულისთვის თავს იკლავენ.. სიყვარული არ იციან და სიყვარულის გამო იცვლებიან.. სიყვარული არ იციან და სიტყვა ,,მიყვარხარ\"-ს ხმარობენ.. აბა რატომ წერენ, განიცდიან, ტირიან, საუბრობენ, ფიცულობენ, კვდებიან, იცვლებიან იმ გრძნობაზე რომლის მნიშვნელობაც არ იციან? უნდათ გამოცადონ ეს უმაღლესი გრძნობა, უნდათ დაემსგავსონ სიყვარულით გულგაჟღენთილ ადამიანს.. მათ გაგონილი აქვთ ამ გრძნობის სიმპტომები და ამ სიმპტომებს ჩემულობენ.. სიყვარულის შეგრძნებას, გათავის