ჩემს თვალებს შეეჩვია თვალზე ორი ცრემლი, ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების. როცა მარტო ვრჩები ვცდილობ არ ვიტირო, მაგრამ მაინც ჩნდება თვალზე ორი ცრემლი. სანთელს ავანთებ და ხატთან დავიჩოქებ, გულზე მომეშვება, ოდნავ დავმშვიდდები, მაგრამ სანთლის შუქზე მაინც გაბრწყინდება ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების