-ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში უცნობმა პირებმა პატარა ბავშვი დააუთოვეს. შემთხვევა გუშინ ღამით, არველაძეების ოჯახში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძარცველები ფულს ითხოვდნენ და მცირეწლოვანიც ფულის მიღების მოთხოვნით დააუთოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.