8 ჭიქა ფქვილი მოვათავსოთ ფამში,დავაჭრათ 2 შეკვრა მაგრანირი(500 გრ.) და ფქვილში შევაზილოთ.
500 მლ. მაწონში გავთქვიფოთ 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით,დავასხათ ფქვილს და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავაჩეროთ ნახევარი საათი.
მოვამზადოთ გულსართი:
2 ჭიქა ფქვილი მოვხალოთ ნელ ცეცხლზე,დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა,250 გრ. კარაქი,აურიოთ კარგად და გადმოვდგათ. რომ შეგრილდება დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი და ვანილი გემოვნებით.
ცომი და გულსართი გავყოთ ორ ნაწილად.
ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი,გავიყვანოთ თხლად,მოვაყაროთ გულსართი,გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
მოვათავსოთ ცივ საცხობ ფირფიტაზე,თავზე გადავუსვათ კვერცხის გულის და მაწვნის ნარევი და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1