ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად,
ჩემი შვილების სიხარულით მახარე ღმერთო.
ჩემი შვილების იმედისთვის მაქციე წამლად,
ჩემი შვილების თვალებში რომ სიცოცხლე ენთოს.
მომეცი ნება,საკვალავი გავკვალო გზები
და რომ მისია აღვასრულო ამ ქვეყნად დედის.
მომეცი ძალა,სიყვარული ვასწავლო ღმერთის,
გამაზრდევინე მადლიერი შვილები ბედის...
მზე დაანახე,უმზეობა არიდე ღმერთო,
ცვარი მიეცი,უდაბნოში აღმოჩნდნენ თუკი,
ჯვარი მიეცი,წმინდა ნინოს ნაქონი ერთ დროს,
გთხოვ,ცა მიეცი,ნათელი დღე,წყალობის შუქი.
შენ დამილოცე ჩემი გულის ორი ნაწილი
და ჩემი თვალის ნათლისფერი ორი სინათლე,
ფერისცვალება ჩემი სულის მათ ორ სხეულში...
მათი გონება სიკეთით და რწმენით მინათე...
ბოროტება და სიავე გთხოვ არიდე ღმერთო,
რომ მხოლოდ უფლის რწმენა ჰქო
რამდენი სიყალბეა . . . მე ცოტა დავიღალე . . . ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე, გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე, ვის რამდენი ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე . . . ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა, ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა , ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა, ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა. . . სიყვარულს შეგფიცებენ , აზრებს დაგახვევენ , გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ , დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ, გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ . . . ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია. . . ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია
შენმა სიშორემ შენთან ყოფნის ფასი მასწავლა,
და მონატრებამ ოცნებებში გამიყოლია,
ტკბილი განცდების ყველა წუთი გამიცოცხლა და
თვალწინ დამიდგა, რა ლამაზი წლები გვქონია.
ხშირად მსმენია, არ იცისო მანძილი გრძნობამ,
და ვერც სიშორე ვერ ავნებსო გამიგონია,
მე კი უზომოდ მანადგურებს ეს სიმარტოვე,
ნეტავი ბედის სასჯელია, თუ ირონია?
შენს გვერდით დილა თენდებოდა ისე ლამაზად,
ის სილამაზე სიზმარშიც კი აღარ მქონია,
შენს თავს ვფიცავარ, უშენობამ გული მატკინა,
სხვა საფიცარი დამიჯერე, არცა მქონია.
გამახსენდები......ხელში ვიღებ კალამს მშველელად,
და მონატრება ფურცელს ლექსად გამოჰყოლია,
ხანაც თუ სახე დაგენამა გარეთ გამოსულს,
ჩემი ცრემლია, შენ რა, წვიმა ხომ არ გგონია?
როდესაც გნახავ ყველა გრძნობა საზღვარს გასცდება
მაშინ ას