რატომ მტკივა მონატრება ასე ძლიერ, ეს განცდები გულში რატომ გროვდებიან ნუთუ არ აქვთ ამ შეგრძნებებს დასასრული ჭრილობები ხომ ოდესღაც ხორცდებიან... ასე ფიქრში, ოცნებებში გადაკაგულს, თვალში ცრემლი ჩამდგომია უნებურად, სახეზე კი სევდანარევ ღიმილებით, შენზე ფიქრებს ვდარაჯობდი ჩემებურად... არ მინდოდა რომ გამეშვა სადმე სხვაგან, რომანტიკის დამაყენა განწყობაზე, მაგრამ მთავარს, იმ ერთადერთს ვერ ვუშველე, მონატრება გულს რომ მიკლავს ისევ შენზე... მე ყველაფერს სულ ყველაფერს გავიაზრებ, ვიცი არ ვარ სიხარულის საწინდარი, მე უბრალოდ ოცნებებში გავიღიმებ და გახდები ჩემთვის, ჩუმად საფიცარი...
მინდა მჯეროდეს, რომ ნიღაბი არ გიკეთია, ღიმილის უკან რომ არ მალავ დამცინავ სახეს და ყველა სტრიქონს რაც კი შენთვის დამიწერია, ჩემს სულთან ერთად ეფერები, არ მიგებ მახეს. მინდა გიყვარდე და შენი გული ჩემთვის ფეთქავდეს, რომ არასდროს მიმატოვებ ეს მინდა მწამდეს. მეც უყოყმანოდ სიცოცხლეს დავთმობ თუ დაგჭირდება, შენზე ფიქრებში სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს..