Მე ვარ შენი,
Შენ - აგრიეს...
Მე ვაშენე,
Შენ - ანგრიე...
Მე მახსოვდი,
Შენ - დამკარგე...
Მე რა ცუდი,
Შენ - რა კარგი...
Მე სულ "ახლა"
Შენ სულ "ხვალე",
Მე და დაღლა?!
Შენ დამღალე...
Მე - ნიჩბებთან,
შენ - აფრაზე...
Მე შენ ისე გამაბრაზე -
Თვალს რომ ვხუჭავ,
Ვხედავ იებს,
დაფლეთილებს და პაწიებს...
Მე შენ აღარ გაპატიებ!
Მე შენ აღარ გაპატიებ!
Მე შენ აღარ გაპატიებ!
/ბესო ზანგური/