მენატრები... და იცოდე, მედარდები... ვცადე, მაგრამ ვერ გავედი... თუმცა მითქვამს - მე წავედი!... ახლაც შენს გულს ვებარები... როგორც ბავშვი - გებარები... შენს სუნთქვასაც ვედარები, მტკივა, რომ ვერ გეკარები... გიხსენებ და... მემართები... რომ ვერ გხედავ, ვგრძნობ, ვბერდები... რამ აღმართა ეს კედლები?!... თუ კი დამთმობ, დავიღლები... არა, აფრო დავინგრევი... უშენობით, არ ვიქნები... დამიბრუნდი, გევედრები... მხოლოდ, შენით... დავმკვიდრდები... ჰოდა, ისევ გავიშლები და არასდროს გავშიშვლდები... სულში სანთლად აგენთები... და შენს შიგნით ჩავიღვრები... მენატრები... და იცოდე, მედარდები... ვცადე, მაგრამ ვერ გავედი... თუმცა მითქვამს - მე... წავედი...
ღირსეულ მეგობარს
---------------------------------------
დავლოცავ ისეთ მეგობარს
,ვინც მუდამ გვიდგას მხარში,
ვინც არასოდეს გაგვყიდის
ვინც იცის ჩვენი ფასი.
რადაც არ უნდა დაუჯდეს,
სულ შეეცდება ჩვენს ხსნას
გულში ცუდს არას იფიქრებს
სულს არ მიჰყიდის ეშმაკს.
ვინც მუდამ იმას იფიქრებს
გასაჭირისგან გვიხსნას,
თვალები აგვიხილოს და
რაც ვართ მხოლოდ ის გვითხრას.
არგვეპირფეროს არასდროს,
სწორი გზა დაგვანახოს,
ყველა ჩვენს წარმატებაზე
თვითონაც გაიხაროს.
არასდროს არ ისარგებლოს
ჩვენი ალალი გულით
და ჩვენც მათ მხარში დაუდგეთ
მეგობრულ სიყვარულით
შვილო...
შვილო, ვაით გაჩენილო,
მერე სიმწრით გამოზრდილო,
თუმცა წლებმა დამაჩოქეს,
მაინც შენზე ზრუნვას ვცდილობ!
ფხიზლად ვხვდები მამლის ყივილს,
ყოველ დილა-გამთენია,
სულ მგონია - მთელ სამყაროს
შენი სხივი აფენია!
მოღლილია დღე შრომით და
ფიქრით - ასით თუ ათასით,
შვილს თუ ტვირთს არ უმსუბუქებს,
რაა ისე დედის ფასი?
მიკვირს, ამდენს როგორ ვუძლებ?
ჩემს თავს ყველა სახსარს ვძალავ,
შენ რომ მყავხარ, ეს მაცოცხლებს
და სასწაულს მაძლევს ძალას!
მთელ ცხოვრებას ასე გავლევ,
შენთვის დამწვარ-დადაგული,
არასოდეს გაიკვირვო,
ასეთია დედის გული!
მარინა შანიძე
კენიელ მორბენალს აბელ მუტაის რამდენიმე მეტრი აშორებდა ფინიშის ხაზს, როდესაც მაყურებლის ოვაციებმა დააბნია და გაჩერდა, რადგან რბოლა უკვე დასრულებული ეგონა. ესპანელი სპორტსმენი ივან ფერნანდესი, ამ დროს, ზუსტად მის უკან მორბოდა. გააანალიზა, რაც ხდებოდა ყვირილი დაიწყო, _ აბელს მოუწოდებდა სირბილი გაეგრძელებინა, მაგრამ რადგან კენიელმა ესპანური არ იცოდა, ვერაფერი გაიგო... როცა ფერნანდესი დაეწია, უკნიდან უბიძგა მას და გამარჯვების ხაზი გადააკვეთინა.
მოგვიანებით ჟურნალისტმა ივანს ჰკითხა, ,,რატომ გააკეთეთ ეს?" პასუხი ასეთი იყო - ,,ჩემი ოცნებაა ერთ დღეს ისეთი საზოგადოება გვქონდეს, სადაც ერთმანეთს დავეხმარებით და ვუბიძგებთ გამარჯვებისკენ"
ჟურნალისტი მაინც არ ცხრებოდა ,,მაგრამ რატომ დაუთმეთ გამარჯვება კე
შეიყვარებენ ლაღ ქალს და მერე სილაღეს უკრძალავენ,
ციმციმა თვალებით მომზირალ ქალს და მერე თვალების ციმციმს უკრძალავენ,
შეიყვარებენ თამამს და მერე -გათხოვილი ხარ,საუბრისას თავი დახარეო!
კაბა შეცვალეო წვივები გიჩანს,
ღიმილი გაიქრეო-თორე დაგვაქცევსო.
ჩააქრობენ და მერე ეტყვიან: შეიცვალე,აღარ ანთიხარ, გადაგიყვარეო.