უშენო დღე
***
დღეს აღარა ხარ, ეს დღე უშენოდ
ჩაივლის შენი ფიქრით და ხსოვნით,
დაიწრიტება ცაზე ღრუბელი,
ჩამოილევა ბილიკზე თოვლი.
უშენოდ ხევებს ჩახედავს მთვარე,
რიჟრაჟს გატეხავს ფიქრი ლემადის,
შემოაცვდება ლოდინი კარებს,
გაწვდება მწარე გზები შენამდე.
იყავ...ერთი დღე მაინც გემართა
კაიკაცობის, რწმენის, შენდობის.
წახველ...ერთი დღე შემომემატა,
კიდევ ერთი დღე უიმედობის...
მთაწმინდაზე ჰყოვიან ალუჩები გვერდით მამყვება თაია... - ქალაუ თუ მაგწონს ქალაწის ქუჩები ? - ძალიან ძალიან კაია, - შენ აქაურ ვაჟებს ვერ გადაურჩები... - კაი ერთ, თუ მიხოლ - გაია!