დიდხანს გამიღიმე, დედა ! (ლელა 18)
---------------------------------------------------------
ახლო წარსულში შიშმა შემიპყრო,
საფრთხე დაგემუქრა, დედა,
შენს გულს გაუჭირდა, ცოტა წაბორძიკდა,
როგორ შემეშინდა, დედა !
წუთი გაიყინა, წამი გაირინდა,
თვალზე გადამეკრა ნისლი,
უშენოდ ცხოვრებას აზრი არ ექნება,
ირგვლივ ჩაიბუდებს ნისლი!..
შენთან განშორება მაშინაც არ მინდა,
ას წელს რომ ითვლიდე, დედა,
ახლა, მითუმეტეს, ღმერთმა დამიფაროს,
რომ ვერ დაგიძახო, დედა!
შენი სიყვარული ჩემში ჩაბნეულა,
მრავალ მარგალიტად, დედა !
ჩემო სანატრელო, ჩემო საყვარელო,
,,დიდხანს გამიღიმე, დედა!"
,,სანამ დედა გყავს, ნუ გეშინიაო!"
განა ფუჭად უთქვამთ, დედა !
შვილის იმედი და შვილის ნუგეშია,
ქვეყნად მოვლენილი დედა !
წყარო: http://meme
ამ ქვეყნად ყველაზე უტკბესი და უნეტარესი, ხომ დედაა ?! მოახლოებული დედის დღე მინდა მივულოცო ჩემს საყვარელ დედიკოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ სიკვდილს ჩახედა თვალებში და ღმერთმა არ გაგვწირ