სამარხვო...ფუმფულა და გემრიელი
მომზადების წესი:
1,5 ჭიქა შაქარს დავასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და კოვზით ვურიოთ კარგათ,შაქარი სანამ არ გაიხსნება. ცოტა რომ შეგრილდება დავამატოთ 15 ს|კ ზეთი, 1 შეკვრა ვანილი, 2 ს/კ თაფლი ,1 ჩ|კ სოდა-ძმრით,დაახლოებოთ 4 ან 4,5ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი(მასა ძალიან სქელი არ უნდა იყოს,ხელზე ცოტა უნდა გვეკვრებოდეს).
ცომის მასა კოვზის დახმარებით მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე(ან ზეთიანი ხელებით მივცეთ ცომს ოვალური ფორმა,მოვათავსოთ ფირფიტაზე,შემდეგ დავჩხლიტოთ )და
გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.
მალე ცხვება,ძალიან არ გამოვაშროთ.
ჭიქა შემივსეთ, ჩამომისხით ღვინო კახური,
ბოლომდე შევსვათ და ვადღეგრძელოთ ჯიში ქართული,
მოდით დავლოცოთ ერთმანეთი, დიდება უფალს!
ასე ლამაზად, რომ იშლება ქართული სუფრა.
დედა დავლოცოთ, დავულოცოთ სიცოცხლის დღენი,
რომ კიდევ ზარდოს ვაჟკაცები ქართველი ერის,
ქართული ენა ვადღეგრძელოთ, ძმობა ქართული,
აროდეს გახდეს ჩვენი ჯილაგი ურჩი, თათრული.
წინაპართ ხსოვნა გავიხსენოთ, ვუნთოთ სანთელი,
სადაც არიან, იმ სამყაროში პოვონ ნათელი...
სიწმინდე ვლოცოთ, პატივი ვცეთ ღვთისმშობელ დედას,
მუხლდაჩოქილი, მოწიწებით შევევედროთ შველა
გახსოვდეს მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიყავს წლები.
კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები!
ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის,
არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის
სადღეგრძელო!!!
სადღეგრძელოს ასეთს ვიტყვი
ღვინო მისით დაილევა:
იმ სიყვარულს გაუმარჯოს
არასდროს რომ არ ილევა!
არ მთავრდება მშობლის სითბო,
სიტკბო დედმამიშვილისა,
სიხარული სატრფოს ხილვის
სიყვარული უფლის ძისა!
ეს სიხარულს გაუმაროს
რომ გათენდა დილა მშვიდი,
ლოცვა ყოველ დღე წარმოთქვი
დაიხსომე ციფრი 7!
7 გზის ლოცვის მადლი გვმოსავს!
7 გზის ვიტყვით დიდებასა!
7გზის სიყვარულს ავღნიშნავთ
შვილისა და დედა ღვთისა!
მაშ შევავსოთ სასმისები,
მაშ დავლიოთ ღვინო თეთრი,
ყოვლადწმინდა შეგვეწიოს
და გვფარავდეს კალთა დედის!
მაშინ ვიცნობთ ვინ - ვინაა
როცა გვილხინს ვინ არს ჩვენთან!
გაჭირვების დროს შევძახებთ:
,,ყველა ერთად, ყველა ერთად"!