მითხარ ,სად არის შენი სამშობლო?-ერთმა პირშავმა მკითხა დიდგულად. ჩემი სამშობლო იქ არის სადაც,... გზები უფსკრულზე ჩამოკიდულან. მე ამ შეკითხვამ ცრემლი მადინა,გულში შემიძვრა ტკივილის მახრა, თუმცა შორსა ვარ ჩემი ქვეყნიდან,მისი სურნელი მაინც თან მახლავს. თუ გაგიგიათ მეფე თამარი,გორგასალი და დიდი დავითი?-იმდენი წლების იქეთ მოვდივართ, ვერც წარმოიდგენთ და ვერც დაითვლით.მე ქართველი ვარ, ჩემს სამშობლოში, ველ-მინდვრებია მზით მოქარგული,მე კი ცხოვრების უკუღმართობით, ემიგრანტი ვარ, გადმოკარგული...ჩემი სამშობლო მაშინ ყვაოდა, თქვენ რომ არ სჩანდით არსად რუკაზე,მსოფლიო სცნობდა ქართველ ვაჟკაცებს, ლექსებს უძღვნიდნენ ქალებს უნაზესთ.ჩემს სამშობლოში დედაზე უწინ, სადღეგრძელოში მამულს იტყვიან,უფროს უმცროსის პატივისცე