მადლობა უფალო ყველაფრისათვის, მადლობა ცოდვების პატიებისთვის, მოთმინებისთვის, გამოზრდისათვის და შენახვისათვის. სულ ჩემს გვერდით ხარ უფალო მშიოდა, მწყუროდა, შიშველი ვიყავი, უსახლკაროდ, მტკიოდა, ვტიროდი, მთელმა ქვეყანამ მიმატოვა და შენ უფალო არასდროს არ მიმატოვე.
ბევრი განსაცდელი მქონდა ბავშვობაში, სკოლაში, ქუჩაში, სტუდენტობის პერიოდში. არასდროს არ მიმატოვე უფალო.
ვიხრჩობოდი წყალში, ტალახში, ცოდვებში და რასდროს არ მიმატოვე უფალო...
მადლობა უფალო დილით გახვიძებისთვის. მადლობა უფალო რომ მიფარავ ხილული და უხილავი მტრებისაგან, მზაკვარი, ბოროტი, მატყუარა, გაიძვერა, ცილისმწამებელი, უგულო, შურიანი, უმადური ადამიანებისგან.
მადლობა უფალო, არცერთი ავადმყოფობა არ გამირთულდა, ყველა დაემორჩილა მკურნალობ