19:17ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოს,
ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოს,
და ყველა ნატვრა აგსრულებოდეს,
ამ შობის ღამეს რაც კი გენახოს!
––––––––––––
მსურს,მოგილოცო ბრწყინვალე შობა
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა,
შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა ლოცვა!..
–––––––––––– ამ ახალ წელს,მეგობრებო,მინდა გულით,რომ დაგლოცთ,
სიხარული,სიყვარული,არ მოგშლოდეთ სულ იხაროთ,
ვით ზღაპარში,თქვენთან სახლში,თეთრი რაში ნავარდობდეს,
სურვილები,ოცნებები,წამდაუწუმ სრულდებოდეს.
ეს ახალი წელი თქვენთვის,ბედნიერად შემობრძანდეს,
ღმერთის ლოცვა და კურთხევა,თქვენს ოჯახებს შესწეოდეს,
ლამაზები,ჯანმრთელები,მუდამ ღიმილ მომდგარები,
ყოფილიყოს თქვენთვის კიდევ ბევრი მრავალჟამიერი.
თოვლის ბაბუს,როგორც მეკვლეს,სავსე ხონჩა შემოჰქონდეს,
ეს ბარაქა და სიუხვე მთელი წელი გრძელდებოდეს,
არ მოგწყინდეთ ერთმანეთი,ირგვლივ ყველა სულ ხარობდეს,
მაღლა ციდან სიხარული თქვენს ოჯახებს სულ ათოვდეს.
სიხარულმა,სიყვარულმა დაგიმშვენოს დღე
სიკეთე და ღვთის წყალობა გინათებდეს გზებს,
იმედი და უფლის რწმენა არ მოგკლებოდეს
მთელი გულით მოგილოცავ ქრისტეშობის დღეს


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 6