მე მათხოვარი ვარ, ხანდახან მაწანწალას და ბინძურსაც მეძახიან.ცრემლებს დიდ წვერში ვერ ამჩნევენ,თვალებში კი იშვიათად მიყურებენ. დიახ,მე მათხოვარი ვარ, ამ წოდებამდე არავის ახსენდება,რომ მე ქვრივი და შვილ მკვდარი მამა ვარ...არა! მკვდარი მამა...
გზაში ჩამივლიან და მოწყალებას კი არ მაძლევენ,მიყრიან. ზოგჯერ უბრალოდ მლანძღავენ,მთანთხავენ. ალბათ ჰგონიათ,რომ მათი ლანძღვითი დარიგება მოწყალებაა ...თავი ძალიან ცუდად,რომ არ ვიგრძნი ვესაუბრები მეუღლეს და ჩემს პატარა გოგონას.ვევედრები,ვუჩოქებ და ისე ვთხოვ,რომ მათთან ადგილი შემინახონ...
ყოველდღე მივდივარ მათ საფლავთან და ნანათხოვარი ფულით ყვავილები მიმაქვს. დარჩენილი ფულით ერთადერთ პურს და 2 ცალ სანთელეს ვყიდულობ. ტაძარში მივდივარ და აკანკალებული ხელებით სანთ