თუ გულით ითხოვ, აგისრულდება,
ოღონდ, უფალი, არ დაივიწყო,
ლოცვა, სიკეთით დაგიბრუნდება,
სიცრუით თქმულზე, არ დაიფიცო.
დიდი მადლია ხატებთან ლოცვა,
როცა იმედი, თითქმის არა გაქვს
და განსაცდელი, რაც ღმერთმა მოგცა,
აღგესრულება, ნატვრას არა ჰგავს.
უფალით ვცხოვრობთ დღემდის, ყოველი,
ჩვენ სხვა დამცველი, არც გაგვაჩნია,
ქრისტე, ურწმუნოთ, სისხლით მთოველი,
მისი ტკივილი, ცრემლმა გვამჩნია.
შენს გულს დაიდებს ბინად, უფალი,
როცა რწმენით გაქვს, სული აღსავსე,
ყველგან დაგიცავს მახვილით, ფარით
და ლოცვისათვის, მადლით აგავსებს.
ქრისტეს, სახელი გვშველის მარადის,
მხოლოდ ერთია, არა ურწმუნოთ,
უფალით მიხვალ, წმინდა კარამდის,
სადაც სამოთხეც, უნდა ირწმუნო.
თუ გულით ითხოვ,