Предыдущая публикация
ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად,
სიყვარულს უარვყოფ, გრძნობებზე თვალს ვხუჭავ
და მაინც ყოველთვის გიყურებ გულიდან...
ქალი ვარ, ამაყი და მაინც გულჩვილი,
შენზე ვწერ, სიტყვები ლექსშიც კი კანკალებს,
ნახვიდან-ნახვამდე ეჭვები მაგიჟებს
და უკვე არც ვიცი გავუძლებ სადამდე.
სიყვარულს ვამხელ და სუნთქვას ვწყვეტ მაშინვე,
თან ლამის თვალებიც მიწამდე დავხარო,
რა ვუყო, ხანდახან ბედს ჩუმად მივყვები,
ხშირად კი ჩემს ირგვლივ ტრიალებს სამყაროც...
რა ხშირად ირეკლავს თვალის ფერს ცრემლები,
ცხოვრება როდისმე მაგათაც გააშრობს,
ქალი ვარ, ჯიუტი და მაინც გულჩვილი,
შენ ღმერთმა ნეკნის რომ გაჩუქა სანაცვლოდ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 15
ქალია თვითონვე... ძლიერი... ამაყი...
ნეკნიდან ყოველთვის... მის ადგილს დაეძებს...
სიყვარულს დაეძებს... გრძნობას არ თამაშობს...
გულიდან სიმართლეს... თვალებში უყურებს...
სიყვარულს???... ვერასდროს... ვერასდროს... უარყოფს...
ლექსს რომ წერს... სიტყვები... მაშინაც კანკალებს...
ეჭვების სიგიჟე... ლექსსაც დასტყობია...
და ისიც არ იცის... ლექსს როგორ გაუძლებს...
სიყვარულს გამხელილს... სულიდან ამბობს და...
სუნთქვას აღარც იცის... როგორღა აპირებს...
ამ ლექსის... გულიდან ამოთქმულ სიმართლეს...
თვალებს რატომ უხრის... მზერას სად წაიღებს..
ბედს ჩუმად მიჰყვება... და მხოლოდ გარშემო...
სამყარო რატომღაც... ამ ლექსში ტრიალებს...
ცრემლები რად მალავს... თვალი ფერს არეკლილს...
ლექსები ფურცლებზეც... გაუშრობს იმ წვეთებს...........
და ვითომ ჯიუტი... და ვითომ ამაყი...
იმ ნეკნის ადგილს კი... კვლავ "ერთში,, დაეძებს...
/მზია კაჯილაშვილი/
გაუფრთხილდით სიყვარულს
მეობას...
ეს სიყვარული... ჩემიც "მე,,დ რომ... მას
მივაკუთვნე...
იმას ეგონა... ჩემგან ამას... იმსახურებდა...
ჩემიც წამართვა... ისიც... იმას რაც მე
დავუთმე...
სინდისს და ნამუსს... ამიხსენით... ვინ
თავში იხლის...
როცა ჩემს სხეულს... გააცილა სულიც
სულამდე...
მე კი მეგონა... მიდიოდა... ტაძრის იმ
გზაზე...
მაგრამ... იმ ქუჩას არ გაუყვა... უფლის
გულამდე...
რა საჭიროა... ახლა მისთვის ქუჩა... ან
ღმერთი...
თუმცა არ განვსჯი... გულში მეწვის... უფალი
ხედავს...
როგორც დაიწყო... რას გაიგებს სად
დაამთავრებს...
როცა ამ სევდის... გისოსების დაკეტვას
ბედავს...
რა მეთქმის ახლა... როცა ზეცად სიკვდილი
მიღირს...
ღმერთამდე მიდის ეს ტკივილიც... მიწა ვერ
უძლებს...
მიწა წამექცა... ეს სიცოცხლე... ლამის
შევცვალე...
ახლა მან მითხრას... რის ფასი აქვს... ასეთ
სიცოცხლეს...
/მზია კაჯილაშვილი/
მაინტერესებს ვის როგორ
ვუყვარვარ...
იმიტომ რომ... ხანდახან... ვინც სულში
გყავს და გიყვარს... სწორედ ის ადამიანი
ვერ აფასებს და ვერ ხედავს ამ
სიყვარულს...
მე მიყვარს უფალი... და არასდროს დავსვავ
შეკითხვას რომ... ნეტავ უფალს
ვუყვარვარმეთქიი???... იმიტომ რომ... ვიცი
რომ მას ვუყვარვარ+++
იქნებ სცადოთ ყველამ და... ღმერთამდე თუ
არა... ისე მაინც... როგორი სიყვარულსაც
უფალი გვასწავლის რომ ერთმანეთი
გვიყვარდეს... ასე მაინც გვიყვარდეს
ნუთუ არასდროს დაფიქრებულხართ
რამდენს გვპატიობს უფალი???+++
და რატომ ამაზე გიფიქრიათ???????
ის ამდენს... სიყვარულით გვპატიობს+++...
იმიტომ რომ... ჩვენც შევიყვაროთ და
ვაპატიოთ...
მაგრამ უფალი... საკუთარ თავს ერთხელაც
კითხავს... რატომ????????????????????
და ეს "რატომ,, რომ არ მოხდეს...
გიყვარდეთ უფალი და
ერთმანეთიიიიიიიიი!!!!!!!!!!
მე მაინც ყველა მართლა მიყვარხართ
ქალი, რომ ვარ - არ იფიქრო, მე მოვტყუვდე...
შემიძლია ცადა მიწა მოგაძულო
და მერე თავს ამ ცოდვაში გამოვუტყდე...
ქალი, რომ ვარ - ეს სინაზე ნუ მოგხიბლავს,
ნურც ჩემს ფიქრებს ნუ დაუთვლი არსებობას,
თორემ მერე ქალის გამო თავს მოიკლავ,
ან სიმთვრალე ჩაკლავს სულის გამძლეობას...
ქალის დარი - ქალი ბევრი არის ქვეყნად,
მაგრამ ყველა ქალში მე არ ვიკითხები,
გამიფრთხილდი! თუ მიწამებ ერთადერთად,
მერე ძალა არ შეგრჩება - დავიწყების...
ქალი, რომ ვარ -სულში ვნებით მეღვრებიან,
ხასიათის არეული ამინდები,
ვერ გამიგებ, ვერ მისწავლი გპირდები და
მერე რომ ვერც შემელევი გაგიჟდები.....
ქალი, რომ ვარ - ამან შენ არ მოგატყუოს,
ქალი, რომ ვარ - არ იფიქრო მე მოვტყუვდე,
შემიძლია ცა და მიწა მოგაძულო
და მერე თავს ამ ცოდვაში გამოვუტყდე..