ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, ვივლით ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ… მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე…”იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო…რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა…რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..რამდენი დარჩენილა უსახელოდ..რამდენი ეძებს სახელს…და კიდევ რამდენი ჰკარგავს…ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განს
გილოცავთ ყველას განსაკუთრებით ქრისტიანულ სამყაროს... სრულიად საქართველოს წმინდა ცეცხლის გადმოსვლას მაცხოვრის საფლავიდან!!! მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა.
ცა მიწიდან იწყება…
ფიზიოლოგიის ტყვეობაში მოქცეული ადამიანური პიროვნება ვერასოდეს იპოვის ბედნიერებას. ისე წავა ამ ქვეყნიდან, ვითომ არც უცხოვრია. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, ასეთ სიცოცხლეს… ბედნიერი მხოლოდ ის არის, ვინც სიცოცხლის არსს ჩასწვდება, საკუთარი ცხოვრების აზრს იპოვის… ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო მთელი გარემომცველი სამყაროს მადლს იტევს, სიცოცხლის სილამაზეს იტევს, სხვებსაც მადლით ავსებს… გონიერია ასეთი ადამიანი… იგი ცხოვრებას არ ზომავს დღეების ხანგრძლივობით. თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით… ცა მიწიდან იწყება…
/ოთარ ჭილაძე/