ნურც ჩემზე იტყვით ევროპელობას!!!
ევროპელიაო ჩემზე ნუ იტყვით
თორემ წყენაში ჩაგითვლით ნათქვამს,
მე ქართველი ვარ, დაიმახსოვრეთ! საქართველოში მირწევდენ აკვანს.
მე არც ევროპის მონა ვიქნები და არც
რუსეთის დავირტყამ მათრახს,
მე ქართველი ვარ, დაიმახსოვრეთ! საქართველოში მირწევდენ აკვანს.
იმ წინაპართა ძვლებზე გაზრდილი
თქვენ რომ ეძახით
დავითს და თამარს,
მე იმ ქართველთა ლექსებით მზრდიდენ თქვენ რომ ეძახით
ილიას, ვაჟას,
ენა, მამული, სარწმუნოება, უფრო ძვირფასი რა გამაჩნია?
ჩემთვის ესაა მთელი სიმდიდრე,
მთელი სიცოცხლეც ესაა ჩემთვის,
თუ წინაპრები სისხლით იცავდენ
ჩვენ საკუთარი ნებით რად დავთმოთ
ისევ ვიმღეროთ მოდით შავლეგო
ისევ ვიმღეროთ იავნანური,
ისევ გავშალოთ ქართული სუფრა
და დავიმღეროთ დარდიმანდული,