ნუ გაუბრაზდები იმას, ვინც ვერ გაგიფრთხილდა, ვისაც ეგონა, რომ შენი თავი დაიმსახურა და საბოლოოდ უმადური და დაუნახავი აღმოჩნდა... იმაზე მეტად ვერ დასჯი, ვიდრე შენი დაკარგვით დაისაჯა... გული არ გეტკინოს იმაზე, ვინც ვერ გაიგო შენი ფასი და ჩათვალა, რომ უკეთესის ღირსი იყო... პირიქით, შენ არაფერი დაგიკარგავს... ამ მდგომარეობით ერთით ნაკლები ჭირვეული ადამიანი მოიშორე... ისიც ჭკუას ისწავლის და მიხვდება, რა პატივში იყო და შენც არანაკლებ ისწავლი ჭკუას, მომავალში ზედმეტად არ გადაყვე არავის... გასაგებია, რომ მადლობისთვის არაფერს აკეთებ, მაგრამ დაუნახაობა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რომელიც აბრმავებს ადამიანს და საბოლოოდ ართმევს მადლიერების გრძნობას... რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ ვერ დააფასე ის, რა